ნავთობის ფასი 2009 წლის მინიმუმამდე დაეცა

"ბრენთის" მარკის ნავთობის ფასი 2009 წლის მინიმუმამდე დაეცა და ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად, ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 39,88 აშშ დოლარი შეადგინა.

"WTI" მარკის ნავთობის ფასი კი ნიუ-იორკის ბირჟაზე ბარელზე 36,9 დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს. ნავთობზე ფასების კლებას "ოპეკ"-ის შეხვედრას უკავშირებენ, რომელიც გასულ პარასკევს გაიმართა. წევრი ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რაც ფასების შენარჩუნებას გამოიწვევდა.