Fitch-ის პროგნოზი 2016 წლისთვის

ამერიკული სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზით, 2016 წელს მხოლოდ რეცესიაში და პოლიტიკურ კრიზისში მყოფი ბრაზილიის ზრდის მაჩვენებელი გაუარესდება 3%-დან 2.5%-მდე. დანარჩენი მსოფლიოსთვის კი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უმნიშვნელოდ, მაგრამ მოიმატებს – 2016 წელს 2.6%-ით, ხოლო 2017 წელს 2.76%-ით.

„და ეს მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში გაიზრდება რეფინანსირების პროცენტი, განვითარებად ქვეყნებში შემცირდება საინვესტიციო ნაკადები, ხოლო ნავთობზე ფასების ვარდნას მოჰყვება ამ სფეროში ინვესტიციების კლება და გაგრძელდება სასაქონლო ბაზრებზე ფასების ვარდნა. საერთო ჯამში, მსოფლიო ეკონომიკა 2016 წელს ზრდას აჩვენებს და 2008 წლის შემდეგ ეს ყველაზე კარგი მაჩვენებელი იქნება“, – წერს სარეიტინგო სააგენტო თავის კვლევაში.

წაიკითხეთ ვრცლად: www.fitchratings.com/site/fitch-home/pressrelease?id=996089

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე