Die Welt - ევროკავშირი აპირებს საქართველოსთან და უკრაინასთან უვიზო მიმოსვლა 2016 წლის შუა პერიოდისთვის შემოიღოს

ევროკავშირი აპირებს, საქართველოსთან და უკრაინასთან უვიზო მიმოსვლა 2016 წლის შუა პერიოდისთვის შემოიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ Die Welt ბრიუსელში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"უვიზო მიმოსვლა ორივე ქვეყნისთვის 2016 წლის შუა პერიოდიდან იქნება გამოყენებული", - აცხადებს გამოცემის წყარო. თუმცა მისივე ინფორმაციით, 2016 წლის გაზაფხულამდე უკრაინას დასჭირდება გააუმჯობესოს გარკვეული მიმართულებები, განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

წინასწარი ინფორმაციით, პოზიტიური იქნება ევროკომისიის ანგარიში საქართველოსა და უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე. ტექნიკური ანგარიშის შემდეგ კი, ვიზალიბერალიზაციის შემოღებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული.