მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები

მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებმაც 35 წლის ასაკამდე საკუთარი შრომით საკმაოდ დიდი რაოდენობის ქონება დააგროვეს. მათ შორის კვლავ ლიდერის პოზიციას იკავებს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ შემქმნელი, მარკ ცუკერბერგი. მისი ქონება 33,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. ყველაზე ახალგაზრდა მდიდარ ადამიანთა სიაში ასევე მოხვდა ამერიკელი დასტინ მოსკოვიციც, რომელმაც 31 წლის ასაკში 9,3 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონება დააგროვა. მოსკოვიცი თავდაპირველად ცუკერბერგთან ერთად მუშაობდა.

კიდევ ერთი ახალგაზრდა ყველაზე მდიდარი ადამიანია სკოტ დანკანიც, თუმცა, ცუკერბერგისა და მოსკოვიცისგან განსხვავებით, მას დიდი რაოდენობის თანხა მემკვიდრეობით მამამისისგან, დენ დანკანისგან ერგო. მისი ამჟამინდელი ქონება 5 მილიარდ დოლარს შეადგენს. 5 მილიარდის მფლობელია ასევე ახალგაზრდა ჩინელი იან ჰუეიანი. მასაც ქონება ბიზნესმენი მამისგან ერგო. კიდევ ერთ ახალგაზრდა მილიარდერს წარმოადგენს ბრაზილიელი ბიზნესმენი ედუარდო სავერინი. მისი ქონება 5,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა ქალი კი, რომელმაც ქონება საკუთარი შრომით დააგროვა, ელიზაბეტ ჰოლმსია. მან წლების წინ სისხლის ლაბორატორია დააარსა, რომელმაც დიდი მოგება მოუტანა. მისი ქონება 4,5 მილიარდ დოლარს აღწევს. 2,5 მილიარდ დოლარს ფლობს ახალგაზრდა ფრანგი მარი ბენიე ბოვალო, რომელმაც მის დებთან ერთად ქონება მემკვიდრეობით ბაბუისგან მიიღო.

„ფეისბუქს“ უკავშირდება კიდევ ერთი ახალგაზრდა მილიარდერის, შონ პარკერის სახელიც. იგი სოციალური ქსელის პირველი პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ამჟამად, პარკერი დაახლოებით 2,5 მილიარდ დოლარს ფლობს.

ახალგაზრდა მლიარდერების სიაში ერთ-ერთია დიზაინერი ტატიანა სანტო-დომინგოც. მან 31 ასაკში 2,2 მილიარდი დოლარის დაგროვება შეძლო, თუმცა ეს მხოლოდ მის საქმიანობას არ უკავშირდება. სანტო-დომინგო მონაკოს სამეფო ოჯახის წევრია. იგი პრინც ანდრეა კაზირაგის მეუღლეა. ამასთან, იგი კოლუმბიელი ბიზნესმენის, ხულიო მარიო სანტო-დომინგოს შვილიშვილია. კოლუმბიელი ინვესტორის კიდევ ერთი შვილიშვილი ხულიო მარიო სანტო-დომინგო მესამეც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. მისი ქონებაც 2,2 მილიარდს დოლარს შეადგენს.

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერთა სიაშია ნათან ბლეხარჩიკიც, რომელმაც 1,9 მილიარდი დოლარი საკუთარი შრომით დააგროვა. იგი სხვადასხვა ბიზნესითაა დაკავებული, მათ შორის ვებ-საიტ Airbnb-ის თანადამფუძნებელია.

იხილეთ ფოტოგალერეა

წყარო: www.bankrate.com/finance/investing/youngest-billionaires-1.aspx