აზერბაიჯანში ალკოჰოლის გაყიდვის რეგულაციები მკაცრდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც გამკაცრდება ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის წესები. „50 მანათამდე ღირებულების აქციზირებული პროდუქციის (თამბაქოს გარდა) გაყიდვა ან ყიდვა ნაღდი ფულით, ისჯება კანონით და ჯარიმა 100 მანათს შეადგენს. ნაღდი ფულით დიდი რაოდენობით (50-დან 1000 მანათამდე ღირებულების) აქციზირებული საქონლის (თამბაქოს გარდა) გაყიდვა და ყიდვა შემდგომი გაყიდვის მიზნით კი 1000-2000 მანათით ჯარიმდება, ან ითვალისწინებს ერთი წლით იძულებით საზოგადოებრივ შრომას ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას“, - წერია ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამის შესწორებაში, რომელიც ალიევის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

შესაბამისი შესწორებები ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შევა. აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლური სასმელები აზერბაიჯანში აქციზით დაბეგვრას ექვემდებარება.