„გაზპრომისათვის“ რუსული ბაზარი წამგებიანი გახდება

რუსული ნავთობკომპანია „გაზპრომისთვის“ ადგილობრივი ბაზრის ბუნებრივი აირით მომარაგება 2016 წელს წამგებიანი იქნება. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ტრანსნაციონალური კორპორაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვიტალი ხატკოვმა განაცხადა. მისი თქმით, შიდა ბაზრის უზრუნველყოფის შედეგად მომავალ წელს „გაზპრომის“ დანაკარგი 33.5 მილიარდ რუბლს მიაღწევს, რაც დაახლოებით 485 მილიონი დოლარია.

ამასთან, როგორც ვიტალი ხატკოვი აცხადებს, 2008 წლის შემდეგ პირველად, „გაზპრომის“ რენტაბელობა რუსეთის ბაზარზე უარყოფითი იქნება. მისივე მოსაზრებით, გაზზე ფასების შემცირებასთან ერთად მოსალოდნელია „გაზის მოხმარების ახალი პაუზა“, რაც რუსეთის ეკონომიკაზე სერიოზულ ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

„ნათელია, რომ ბუნებრივი აირის ბაზრის განვითარების მიზნით, დამოუკიდებელი მწარმოებლებისათვის ხელის შეწყობა არ არის მაინც და მაინც სწორი გადაწყვეტილება. თუმცა, ჩვენ ამაზე არ ვდავობთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ იგი ინდუსტრიულ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს“, - განაცხადა ხატკოვმა.

„გაზპრომი“ უდიდესი რუსული კომპანია და მსოფლიოში ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელია. იგი გაზის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია არაერთი ქვეყნისთვის.