ანალიტიკოსები ნავთობის ფასის მორიგ ვარდნას პროგნოზირებენ

ამერიკელი ანალიტიკოსები მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კიდევ უფრო კლებას პროგნოზირებენ. მათი მოსაზრებით, მოსალოდნელია ერთი ბარელი ე.წ შავი ოქროს ფასის 32 დოლარამდე დაცემა. „ჩვენ ველოდებით ნავთობის ფასის სწრაფ ვარდნას“, - განაცხადა ანალიტიკოსმა ფილიპ სტრეიბლმა.

9 დეკემბრის მონაცემებით, WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი პირველად შვიდი წლის მანძილზე მინიმუმამდე დაეცა და ერთ ბარელზე 37 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება „ბრენტის“ ტიპის ნავთობს, მისი ფასი კიდევ 1,2 პროცენტით შემცირდა, შედეგად ერთი ბარელის ღირებულებამ 40,26 დოლარი შეადგინა. მსოფლიო ბაზარზე „შავი ოქროს“ ფასის მნიშვნელოვანი ვარდნა მიმდინარე წელს ნავთობის ჭარბმა წარმოებამ გამოიწვია.