Forbes-მა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი დაასახელა

ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს 2015 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მუსიკოსად კეტი პერი დაასახელა. მიმდინარე წლის მანძილზე ამერიკელმა მომღერალმა 135 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო. მან წლის დასაწყისიდან დღემდე სულ 126 კონცერტი ჩაატარა. კეტი პერი 31 წლისაა და მის ანგარიშზე ოთხი სტუდიური ალბომი და სამი მასშტაბური საკონცერტო ტურნე ირიცხება.

Forbes-ის მიხედვით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების რეიტინგში მეორე ადგილი ინგლისურ-ირლანდიურმა ბენდმა One Direction-მა დაიკავა. ბენდის წევრებმა წელს 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. რაც შეეხება მესამე ადგილს, იგი „ქანთრის“ ამერიკელმა შემსრულებელმა, გარტ ბრუკსმა 90 მილიონი დოლარით დაიკავა. მეოთხე ადგილზე კი ტეილორ სვიფტი გავიდა, რომელმაც 2015 წლის მანძილზე 80 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე