"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა" განაცხადების მიღება დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა" საინვესტიციო წინადადებების, რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მომსახურებით სარგებლობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" ინფორმაციით, მომსახურების მიზანია თბილისში ინოვაციური და ტექნოლოგიური ინდუსტრიების დარგში მოქმედ ან ასამოქმედებელ საწარმოებში ინვესტიციებისა და დაფინანსების მოზიდვა-გაზრდის მიზნით, მათთვის საინვესტიციო წინადადებების, რეკომენდაციების და სამოქმედო გეგმების შემუშავება.

განაცხადების საფუძველზე, განვითარების პოტენციალისა და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტის პერსპექტიულობის მიხედვით გამოვლინდება თბილისში ინოვაციური და ტექნოლოგიური ინდუსტრიების დარგში მოქმედი ან ასამოქმედებელი 3 კომპანია. მომსახურების ფარგლებში აღნიშნული 3 კომპანიისთვის შუმუშავდება მათ საჭიროებებზე მორგებული საინვესტიციო წინადადებები.

მომსახურებით სარგებლობის მსურველმა კომპანიებმა შევსებული განაცხადის ფორმა უნდა წარადგინონ ა(ა)იპ "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრში" მისამართზე: საქართველო, თბილისი, 0102, დ. აღმაშენებლის გამზ. № 89/24, მე-7 სართული.

განაცხადების მიღება გაგრძელდება 2015 წლის 18 დეკემბრის 19:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმა განთავსებულია ბმულზე: http://www.jobs.ge/105102/