პროექტის "გარემოს და სოფლის მეურნეობის სტატისტიკის სტრატეგიული გეგმის" პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" პროექტის "გარემოს და სოფლის მეურნეობის სტატისტიკის სტრატეგიული გეგმის" პრეზენტაცია გაიმართა. როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სტრატეგიული გეგმის პროექტი, საქსტატის და პროექტში ჩართული სამინისტროების სამომავლო ქმედებები, ასევე სოფლის მეურნეობის და გარემოს სტატისტიკის მიმართულებით ხედვები განიხილეს.

ღონისძიება გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.