რუსთაველის გამზირზე მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ის სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.