გიორგი პერტაია ჩინური კომპანია Sinochem-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.

საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელის ვიზიტის მიზანს საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მონაწილეობის მიღება და სხვადასხვა ჩინური კომპანიების ხელმძღვანელებთან საინვესტიციო პროექტებზე სასაუბროდ პირისპირ შეხვედრების გამართვას წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ კომპანია Sinochem ჯგუფთან. ჯგუფის კომპანიათა სიაში შედის ჩინეთის სახელმწიფო ნავთობ კომპანია და ჩინეთის წამყვანი ქიმიური მომსახურების კომპანია. შინოცჰემ ჯგუფი ასევე სარგებლობს ძლიერი გავლენით ჩინეთის უძრავი ქონების და არასაბანკო ფინანსური მომსახურების სექტორებში.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პოტენციალი ქვეყნის ისეთ წამყვან სექტორებში როგორებიცაა ლოგისტიკა, წარმოება, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება და სასტუმროების ბიზნესი.

შინოცჰემ ჯგუპის წარმომადგენელმა ბ.ნ. იუ ლემინმა გამოთქვა ინტერესი საქართველოში შესაძლო ინვესტიციების განხორციელების შესახებ და სააგენტო ყველა სექტორის მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას Sinochem-ის წარმომადგენლებთან კონკრეტული პროექტებზე ინფორმაციის გაზიარებისა და სამუშაო ჯგუფის ვიზიტის დაგეგმვის კუთხით.

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის ჩინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დასრულებამდე ასევე დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩინეთის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.