მერია საკრებულოს 2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს დღის ბოლომდე გადაუგზავნის

დედაქალაქის მერია საკრებულოს 2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს დღეს, დღის ბოლომდე გადაუგზავნის. ამის შესახებ თბილისის მერიაში განაცხადეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, მერიამ საკრებულოს მიერ შეთავაზებული შენიშვნები შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინა და კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში დღის ბოლომდე შევა. "თუ როგორ გადანაწილდა პროექტებზე თანხები, საკრებულოში განხილვების დროს გამოჩნდება", - აცხადებენ მერიაში.

თბილისის საკრებულომ მერიას 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი შესწორებებით უკან 20 ნოემბრის საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილებით დაუბრუნა. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 810 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.