Facebook ბიზნეს ვერსიას ქმნის

სოციალური ქსელი Facebook ბიზნეს ვერსიას ქმნის. რამდენიმე თვეში გამოჩნდება სამსახურში გამოსაყენებელი Facebook-ის ვერსია. ახალი ვერსია მოქმედის მსგავსი იქნება. კერძოდ, ბიზნეს ვერსიასაც ექნება სიახლეების ზოლი, ე.წ ლაიქები და ჯგუფური საუბრების სერვისი. რაც შეეხება განსხვავებებს, ბიზნეს ვერსიით, მომხმარებელი ვერ ითამაშებს, მაგალითად, პოპულარულ Candy Crush-ს.

Facbook-ის ხემძღვანელებმა ბიზნეს ვერსიის მომხმარებელთა ინფორმაციის დაცვის მიზნით, სპეციალური მექანიზმიც შეიმუშავეს.

Facebook at work ვერსიის გამოყენება წინასწარ გადახდით იქნება შესაძლებელი.