მსოფლიო ბანკი სომხეთს 50 მლნ დოლარს გადაურიცხავს

მსოფლიო ბანკი სომხეთს 50 მილიონი დოლარის ოდენობის თანხას გადაურიცხავს. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნული თანხა სომხეთში საჭირო რეფორმების გატარებას უნდა მოხმარდეს. კერძოდ, მსოფლიო ბანკის ფინანსური ტრანშის მიზანს ფისკალური, სოციალური და გარემოს დაცვითი რეფორმების განხორციელება წარმოადგენს. ასევე მისი მიზანია სომხეთში წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. აღნიშნული დახმარება რიგით მესამეა, რაც მსოფლიო ბანკმა ერევანს გადაურიცხა.