აშშ-მ თურქეთი ქვეყანაში მყოფი რუსი ტურისტების წინააღმდეგ მოსალოდნელი ძალადობის შესახებ გააფრთხილა

ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სამმართველომ თურქეთის მთავრობა ქვეყანაში მყოფი რუსი ტურისტების წინააღმდეგ ძალადობის მოსალოდნელი აქციების შესახებ გააფრთხილა. "დოიჩე ველე" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთის შსს-მ ქვეყნის 81 პროვინციის პოლიციის ყველა ქვეგანყოფილებას გაუგზავნა შესაბამისი გაფრთხილებები მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით.

არსებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმების მომზადებას სამი პალესტინელი გეგმავს, რომლებიც სინაის ნახევარკუნძულზე 31 ოქტომბერს რუსეთის თვითმფრინავის ტერაქტთან არიან დაკავშირებულები. ამ ტერაქტის შედეგად 224 ადამიანი დაიღუპა.