„ტოშიბა“ ტელევიზორების წარმოებას შეწყვეტს

იაპონური კომპანია „ტოშიბა“ ტელევიზორების გამოშვების შეწყვეტას გეგმავს. ამის შესახებ იაპონური მედია იტყობინება. „ტოშიბა“ აპირებს გავიდეს ტელევიზორების წარმოების ბიზნესიდან და გაყიდოს საზღვარგარეთ მოქმედი ყველა ქარხანა, - წერს მედია. ტექნიკის მწარმოებლის გადაწყვეტილება ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას გამოიწვევს.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონური კომპანია სხვა ტექნიკის მწარმოებლებთან ერთად გეგმავს სხვადასხვა ტექნიკის წარმოებას. კერძოდ, იგეგმება ტელევიზორების სხვა კომპანიის ლიცენზიის ქვეშ გამოშვება. „ტოშიბას“ გადაწყვეტილება ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზორების წარმოება კომპანიისთვის მომგებიანი აღარ არის.

აღსანიშნავია, რომ 1959 წელს „ტოშიბა“ გახდა პირველი კომპანია იაპონიაში, რომელმაც ფერადი ტელევიზორების გამოშვება დაიწყო. თუმცა, 2011 წლიდან კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა, ვინაიდან მისი კონკურენტები მომრავლდა, განსაკუთრებით სამხრეთ კორეასა და ჩინეთში.