მსოფლიოს უმსხვილესი რძის მწარმოებელი კომპანიები

ჰოლანდიური კომპანია Rabobank მსოფლიოს უმსხვილესი რძის მწარმოებელი კომპანიების რეიტინგს აქვეყნებს.

„Global Dairy Top20 2015“-ის ლიდერი შვეიცარიული საკვები პროდუქტების მწარმოებელი გიგანტი Nestle გახდა. კომპანია, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს, 447 ქარხანას ფლობს და მსოფლიოს 194 ქვეყანაში ოპერირებს. „ნესტლეში“ ამ ეტაპზე 300 ათასი ადამიანია დასაქმებული. შვეიცარიული კომპანიის შემოსავალი 27,87 მილიარდი დოლარია.

რეიტინგში მეორე ადგილზე საქვეყნოდ ცნობილი ფრანგული კომპანია Lactalis აღმოჩნდა, რომელიც „პრეზიდენტის“ ყველის მწარმოებელია. „ლაკტალისი“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი რძის მწარმოებელი კომპანიაა, თუმცა მთავარ კონკურენტ „ნესტლეს“ ბევრად ჩამორჩება. „ლაკტალისს“ ფრანგი ბესნიერების ოჯახი განკარგავს.

რეიტინგის მესამე ადგილი კიდევ ერთ ფრანგულ კომპანია „დანონს“ ერგო. ფრანგული გიგანტი რძის პროდუქტების გარდა, სხვა საკვებ პროდუქტებსაც აწარმოებს, თუმცა მთავარი ხაზი მაინც რძის პროდუქტია, რომელსაც 52% უჭირავს. კომპანიის შემოსავალი 19,5 მილიარდი დოლარია. „დანონი“ ესპანეთიდან დევნილმა ებრაელმა ისააკ კარასკომ 1919 წელს ბარსელონაში დაარსდა. კომპანია თავდაპირველად მხოლოდ იოგურტებს აწარმოებდა. „დანონის“ სახელწოდება დამფუძნებლის შვილის ზედმეტსახელისგან მომდინარეობს.

მეოთხე ადგილზეა ახალზელანდიური კომპანია Fonterra, რომელიც 33 ათასი ახალზელანდიელი ფერმერის მფლობელობაშია. „ფონტერაზე“ მოდის მსოფლიოს რძის პროდუქტების ექსპორტის 30% . კომპანიის ყოველწლიური შემოსავალი თითქმის 20 მილიარდი დოლარია.

ხუთეულს ასრულებს ამერიკული კომპანია Dairy Farmers of America, რომელიც პირველად აღმოჩნდა მსოფლიოს უმსხვილეს რძის მწარმოებელთა ხუთეულში. კომპანიას 15 ათასი ამერიკელი ფერმერი განაგებს, რომელთა საკუთრებაში აშშ-ის 48 შტატში განთავსებული რძის 9 ათასი ფერმაა.

კოკა კვირკველია