აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სირიის ხელისუფლება "ისლამური სახელმწიფოსგან" ნავთობს ყიდულობს

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სირიის ხელისუფლება "ისლამური სახელმწიფოსგან" ნავთობს ყიდულობს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ადამ შუბინმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ნავთობის გარკვეული მოცულობა თურქეთსაც მიეწოდება.

ნავთობის გაყიდვებიდან ტერორისტული დაჯგუფების ყოველთვიური შემოსავალი 40 მილიონამდე აშშ დოლარს აღწევს. წელიწადში დაახლოებით ერთ მილიარდ აშშ დოლარს "ისლამური სახელმწიფო" იმ ბანკებიდან იღებს, რომელიც მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობს. "ისლამური სახელმწიფოს" წლიური შემოსავალი დაახლოებით 1,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.