"2015 წელს ფისკალურ ნაწილში ბიუჯეტი იყო ნეიტრალური"

2013-14 წლებისგან განსხვავებით, წელს როგორც არასდროს, ბიუჯეტის ხარჯვა იყო თანაბარი.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, აქვს თუ არა მიმდინარე წლის ბიუჯეტს ნეგატიური გავლენა ლარის კურსზე.

"წელს, როგორც არასდროს თანაბარი ხარჯვა ჰქონდა ბიუჯეტს განსხვავებით 2013-14 წლებისგან. ამიტომ 2015 წელს ფისკალურ ნაწილში ბიუჯეტი იყო ნეიტრალური", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

რაც შეეხება ლარის კურსს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სხვა თანაბარ პირობებში ეროვნული ვალუტის კურსზე დამატებით ზეწოლას არ ელოდებიან.

"როგორც არაერთხელ აღვნიშნე, იქნება მოკლევადიანი მერყეობები, რომელიც დამახასიათებელია მცურავი გაცვლითი კურსისთვის, მაგრამ დამატებით ზეწოლას სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ არ ველოდებით", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.