“ხალიკ ბანკი საქართველომ“ თბილისში ახალი ფილიალი გახსნა

სს“ხალიკ ბანკი საქართველომ“ ქალაქ თბილისში ახალი ფილიალი („ვარკეთილის ფილიალი“) გახსნა

სს“ხალიკ ბანკი საქართველო“-ს რიგით მეექვსე ფილილალი მდებარეობს მისამართზე ქ.თბილისში, ხომლელის ქ. №3

სს “ხალიკ ბანკი საქართველო“ თავის მომხმარებელს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს: საცალო და ბიზნეს დაკრედიტება; საბანკო საგადახდო ბარათები; საანგარიშსწორებო-საკასო მომსახურება; ფულადი გადარიცხვები; დისტანციური საბანკო მომსახურება. იგი ასევე საქართველოს ფერმერებისა და მეწარმეების საშეღავათო დაკრედიტების პროგრამის მონაწილეა.

ხალიკ ბანკი ფლობს ბანკომატებისა და POS-ტერმინალების საკუთარ ქსელს და საქართველოში მოქმედი იმ ბანკების პარტნიორია, რომლებიც UFC საპროცესინგო ცენტრის მომსახურებით სარგებლობენ, რაც ბანკს საშუალებას აძლევს, მოემსახუროს თავის კლიენტებს დაბალი ტარიფებითა და ექვაირინგის ფართო ქსელის საშუალებით.

2015 წლის აპრილში, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - „Fitch Ratings“-მა ბანკს მიანიჭა გრძელვადიანი ემიტენტის რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალუტაში - «BB-» დონე. „Fitch Ratings“-ის აზრით, ბანკის დინამიური ზრდა, აქტივების ხარისხი და დამფუძნებლის - სს „ხალიკ ბანკი ყაზახეთის“ მზაობა, აუცილებლობის შემთხვევაში მხარი დაუჭიროს თავის შვილობილ ბანკს, წარმოადგენენ რეიტინგის მინიჭების ძირითად ფაქტორებს.

2015 წელს, ხალიკ ბანკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდა საერთაშორისო საგადასახადო სისტემა Visa-სთან და Master Card-თან თანამშრომლობის გაღრმავება. ბანკმა მიიღო შესაბამისი ლიცენზიები ემისიასა და ექვაირინგში და წარმატებით დასრულდა სერტიფიცირების პროცესი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სრულყოფილი საბარათე მომსახურების გაწევის კუთხით. ბანკმა, პირველად ქვეყანაში დანერგა თანამედროვე საგადახდო ინსტრუმენტი - mPOS-ტერმინალი, რაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ ანგარიშსწორება ბარათების საშუალებით. აღნიშნული ფაქტი იძლევა სავაჭრო წერტილების, მათ შორის იმ სეგმენტის, ქსელში ჩართვის საშუალებას, სადაც ბარათებით ანგარიშსწორება ადრე არ ხდებოდა. 2015 წელს ბანკი ასევე შეუდგა ინტერნეტ-გაყიდვებით დაკავებული საწარმოების მომსახურებას და შესაძლებლობა მისცა მათ, ისარგებლონ საფინანსო ოპერაციების სრული პაკეტით, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია VISA და MasterCard-ის საბანკო ბარათებით ყველა გადახდასა და ანგარიშსწორებასთან.

2015 წლის 1 ნოემბრისათვის სს „ხალიკ ბანკი საქართველოს" აქტივების წილი, 1,02%-ს შეადგენს და საქართველოს საბანკო ბაზრის მე-11 ადგილს შეესაბამება. 1 ნოემბრის მდგომარეობით ბანკის აქტივები 250 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის საკრედიტო პორტფელი 192 მლნ ლარია. 2015 წელს ბანკმა პორტფელი 10 თვის განმავლობაში 159%-ით (71 მლნ ლარით) გაზარდა, ამასთანავე ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რეზერვირების განაკვეთი შეინარჩუნა, რომელიც 3,35% შეადგენს. ბანკის საქმიანობა რეალიზებადი საშუალოვადიანი განვითარების ფარგლებში დასახულ გეგმებს შეესაბამება. ბანკი სტაბილურად იზრდება და მისი საფინანსო მაჩვენებლები კარგია.

გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გეგუჩაძის განცხადებით, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნეს-სექტორს სთავაზობს ხარისხიან მომსახურებასა და საბანკო პროდუქტების, მომსახურების ფართო სპექტრს. სს «ხალიკ ბანკი საქართველო» ინარჩუნებს თავის ნიშას საბანკო ბაზარზე და თავის მომხმარებელს სთავაზობს კონკურენტუნარიანი პირობების მქონე საბანკო პროდუქტებს.

სს “ხალიკ ბანკი საქართველო” - სს „ყაზახეთის სახალხო ბანკის“ შვილობილი ორგანიზაციაა და საქართველოს საბანკო ბაზარზე საქმიანობას 2008 წლიდან შეუდგა. სს “ხალიკ ბანკი საქართველო“-ს 100%-იანი წილის მფლობელი არის სს „ყაზახეთის სახალხო ბანკი“, რომელიც საკუთარი არსებობის 92 წელს ითვლის და ყაზახეთის რესპუბლიკის ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს.

(R)