"საქპატენტს" საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის" IDFI-ის სპეციალური ჯილდო გადაეცა

2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის" IDFI-ის სპეციალური ჯილდო "საქპატენტს" გადაეცა.

"საქპატენტს IDFI-იმ 2015 წლის 12 აგვისტოს მიმართა სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით (სულ 10 პუნქტი). საქპატენტმა მოთხოვნილი ინფორმაცია სრულყოფილი სახით მოგვაწოდა მიმდინარე წლის 25 აგვისტოს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქპატენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე არცერთი პირი არ დანიშნულა. ცენტრის მიერ მიმდინარე წელს არ განხორციელებულა ფინანსთა სამინისტროსთან მიმოწერა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ასევე, ცენტრის მიერ არ გაფორმებულა ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურებაზე", - ნათქვამია IDFI-ის გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ფონდი ღია საზოგადოება საქართველომ დღეს, 2010-2015 წლებში საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. ღონისძიებაზე განხილული იქნა საქართველოში 2010-2015 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები. სასტუმრო თბილისი მერიოტში გამართულ ღონისძიებაზე დასახელდა პროექტის ფარგლებში გამოვლენილი ყველაზე გამჭვირვალე და დახურული საჯარო დაწესებულებები.