IDFI - წლის ყველაზე გამჭვირვალე უწყებები საქსტატი, ინფრასტრუქტურისა და სპორტის სამინისტროები გახდნენ

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, წლის ყველაზე გამჭვირვალე უწყებები საქსტატი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები გახდნენ. IDFI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ინფორმაციის გაცემის კუთხით გამჭვირვალე უწყებებს შორის მოხვდნენ ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ა.შ.

ინფორმაციის თავისუფლების კუთხით გამჭვირვალე უწყებებს შორის 286-დან 73-ე ადგილი დაიკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ხოლო 268-ე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ.

ცნობისთვის, კვლევა მიმდინარე წელს მოიცავდა, თუმცა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ბოლო ხუთი წლის მონაცემები შეაჯამა და აღინიშნა, რომ ინფორმაციის მიღების ტენდენცია გაუმჯობესებულია.