"ვითიბი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრ მიხეილ ოსეევსკისთან პრესლანჩი გაიმართა

სასტუმრო "ვინოტელში" "ვითიბი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრ მიხეილ ოსეევსკისთან პრესლანჩი გაიმართა. მიხეილ ოსეევსკიმ მედიისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა და იმაზე ისაუბრა, რომ 2015 წელი რთული წელი იყო ეკონომიკურად, როგორც ღარიბი, ასევე მდიდარი ქვეყნებისთვის. ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტურიზმზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს.

როგორც მიხეილ ოსეევსკიმ განცხადა, "ვითიბი ჯგუფი" დიდი ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მათთვის მნიშვნელოვანია შეხვდნენ შვილობილი კომპანიების წარმომადგენლებს. როგორც ოსეევსკიმ აღნიშნა, გუშინ შეხვდა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ასევე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას.

"საერთო ჯამში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკა ვითარდება. მიუხედავად მცირედი შესუსტებისა, ეროვნული ვალუტა საკმაოდ სტაბილურია, ინფლაცია დაბალ დონეზეა და ჩვენ ვხედავთ კარგ შედეგებს", - განაცხადა მიხეილ ოსეევსკიმ.