ნოდარ ხადური - საინტერესო ცვლილებების მომსწრენი ვართ - ბიზნესის დამტერორებლები უცებ ბიზნესომბუდსმენებად გადაიქცნენ

ძალიან საინტერესო ცვლილებების მომსწრენი ვართ – ბიზნესის დამტერორებლები უცებ, სულ ყველა, ბიზნესომბუდსმენებად იქცნენ, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

"დღეს გაახსენდათ, რომ საგადასადო შეღავათები უნდა გაკეთებულიყო, ამნისტია უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ. უამრავი ადამიანი გაურკვეველი მოსაზრებით ციხეში იჯდა ან ქონებას ართმევდნენ და დღეს ჩვენ გვიწევს სამართლიანობა აღვადგინოთ. ამ მიმართულებით მუშაობს მთავრობა, პროკურატურა, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო. უნდა ნახოთ, ყოველდღიურად, დავების საბჭოში რამდენი დავის განხილვა გვიწევს, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი წინა ხელისუფლების პერიოდშია წარმოქმნილი. ჩვენ მივდივართ იქეთკენ, რომ კონკრეტული ქეისები შევისწავლოთ და თუ კანონის ფარგლებში რაიმე შესაძლებლობაა, ბიზნესმენებს დავეხმაროთ", - განაცხადა ფინანსთა ნოდარ ხადურმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროქტის განხილვა მიმდინარეობს. საბიუჯეტო პროექტს დეპუტატებს თავად ნოდარ ხადური აცნობს.