სიღნაღში ამერიკელი ბიზნესმენის სახლი იწვის

სიღნაღში ამერიკელი ბიზნესმენის, ჯონ უერდმანის სახლი იწვის.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ ადგილზე სიღნაღის სახანძრო-სამაშველო სამსახურთან ერთად, კახეთის რეგიონის სხვადასხვა რაიონებიდან დამხმარე ბრიგადები გამოიძახეს. ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ცეცხლი მეზობელ სახლებზეც გადავიდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო-სამაშველო ერთეული, რომლებიც 140 კვადრატულ მეტრზე ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

ბიზნესმენი ჯონ უერდმანი ქართული ღვინის წარმოებითაა დაკავებული.