ყველაზე ძლიერი ელემენტის მქონე „სმარტფონი“ უკვე იყიდება

ჩინეთში ყველაზე ტევადი ელემენტის მქონე „სმარტფონი“ გამოუშვეს. თუ ამ დრომდე მომხმარებელს შეეძლო მაქსიმუმ 5-6 ათასი მილიამპერის ტევადობის ელემენტის მქონე „სმარტფონის“ შეძენა, ახლა შესაძლებელია უკვე 10 000 მილიამპერის ტევადობის ელემენტის მქონე მოწყობილობის ყიდვაც. ახალ „სმარტფონ“ Oukitel K10000-ს 5.5 ინჩიანი ეკრანი, 8-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და 2-მეგაპიქსელიანი წინა კამერა გააჩნია. მისი მოცულობა 16 გბ-ს შეადგენს. მოწყობილობას შეუძლია 4G-ში მუშაობა. ამასთან, მასში ორი სიმბარათის მოთავსებაა შესაძლებელი. მოწყობილობის წონა მხოლოდ 184 გრამია.

ახალი „სმარტფონის“ ელემენტის - K10000-ის გამოყენება სხვა მოწყობილობების დამუხტვის მიზნითაცაა შესაძლებელი. ყველაზე დიდი ტევადობის ელემენტის ბოლომდე დამუხტვას კი მაქსიმუმ სამსაათნახევარი სჭირდება. ყველაზე ძლიერი ელემენტის მქონე „სმარტფონის“ შეძენა დღეიდან ყველას შეუძლია. მისი რეგულარული ფასი 199.99 დოლარს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე