მსოფლიოს ლიდერები ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის შემცირებაზე შეთანხმდნენ

პარიზში, კლიმატური კონფერენციის მონაწილეებმა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმად ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვს შეამცირებენ.

დოკუმენტი 2020 წლისთვის განვითარებადი ქვეყნებისთვის 100 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

შეთანხმების მონაწილეები თანხმდებიან, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა გლობალური ტემპერატურის დათბობამ 2 გრადუს ცელსიუსს არ გადააჭარბოს.

საფრნაგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მიღწეულ შეთანხმებას უპრეცედენტო უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი აღნიშნა, რომ "ეს არის საუკეთესო შანსი ჩვენი პლანეტის გადასარჩენად".

გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაში, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, 200-მდე ქვეყანა მონაწილეობდა.