შვეიცარიაში საშუალო ხელფასი 5 700 ევროა

2012-2014 წლების პერიოდში შვეიცარიელების ანაზღაურება 1,2%-ით გაიზარდა.

შვეიცარიის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ ანაზღაურებას შორის სხვაობა შემცირდა.

ფედერალური სამსახურის მონაცემები შვეიცარიის 32 000 სახელმწიფო და კომერციული კომპანიის ანალიზს ეყრდნობა, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 20%-ია დასაქმებული.

შვეიცარიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბანკირები არიან. ქვეყნის საბანკო სექტორში საშუალო ხელფასი თვეში 9 300 ევროა. მეორე ადგილზე ფარმაცევტული სექტორია, სადაც საშუალო ხელფასი თვეში 8 940 ევროს უდრის, მესამე ადგილზე კი სამშენებლო სფეროა. ამ სფეროში დასაქმებულთა ანაზღაურება შედარებით მოკრძალებულია - თვეში 5 590 ევროა.

გასულ წელს შვეიცარიაში მიგრანტთა რაოდენობა 61 012-ით გაიზარდა. საერთო ჯამში, 2014 წლის მონაცემებით შვეიცარიაში თითქმის 2 მილიონი უცხოელი ცხოვრობს, რაც შვეიცარიის მოსახლეობის დაახლოებით 24,3%-ია.