"ჩვენი მარშრუტი, ტრადიციულ მარშრუტებთან შედარებით, ოთხჯერ უფრო ეფექტურია"

ჩვენი მარშრუტი, ტრადიციულ ზღვის მარშრუტთან შედარებით, დაახლოებით ოთხჯერ უფრო ეფექტურია და ამავდროულად მნიშვნელოვნად აზღვევს უსაფრთხოების რისკებს

ამის შესახებ "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე საუბრობს.

"დღეს "აბრეშიმის გზის" დერეფანში ბლოკმატარებლით პირველი ტრანსკასპიური გადაზიდვა განხორცილედა. ეს არის ბრენდირებული ბლოკმატარებელი, სახელწოდებით "ნომად ექსპრესი". მისი საწყისი წერტილია სამხეთ კორეა, შემდეგ ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით საბოლოო დანიშნულების წერტილში – თურქეთში, ქალაქ სტამბულში ჩავა. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა. ჩვენ ორი წელია ჩვენს კოლეგებთან ერთად ამ საკითხზე ვმუშაობდით. მისი განხორციელება დაკავშირებული იყო უამრავი ტექნოლოგიური თუ ლოგისტიკური პროექტის დასრულებასთან და ეს ყველაფერი წარმატებით დავასრულეთ", - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.

მისივე ცნობით, აღნიშნული ბლოკმატარებლის მომხმარებლები დიდი კომპანიები იქნებიან. დღევანდელ შემთხვევაში კი ეს კომპანია "DHL" და "ვესტელი" იყო.

თბილისის რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ჩინეთიდან საქართველოში, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის გავლით შემოსული სატრანზიტო ტვირთი დღეს ფოთში ჩავა, ხოლო ფოთის პორტიდან თურქეთში გაიგზავნება.