დიმიტრი ქუმსიშვილი - ვიმედოვნებ, ქართველებს ევროპაში უვიზოდ წასვლის შესაძლებლობა მოგვეცემა

ყველა ტექნიკური დავალება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეფასების ფარგლებში იყო მოცემული, პრაქტიკულად 100%-ით შესრულებულია

ასეთ დასკვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქიმსუშვილი აკეთებს.

"გარკვეულ ნაწილებში, რეფორმებიდან გამომდინარე, ცოტა უფრო წინაც წავედით, რაც მისასალმებელი და კარგია. ჩვენ სულმოუთქმელად ველით 15 დეკემბერს, როდესაც ევროკომისიაში უნდა მოხდეს დასკვნის გამოქვეყნება. ვიმედოვნებ, ქართველებს ევროპაში უვიზოდ წასვლის შესაძლებლობა მოგვეცემა", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა.