"გალფის" ქსელში ბენზინი გაიაფდა

"გალფის" ქსელში ფასები წინასაახალწლოდ კვლავ შემცირდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამჯერად ფასები 4-6 თეთრით შემცირდა. კერძოდ, მათი ინფორმაციით, ამჯერად საწვავის ფასები ასე გამოიყურება: G-Force პრემიუმი - 1,85; G-Force ევრო რეგულარი - 1,75; ევრო რეგულარი - 1,65; G-Force ევრო დიზელი - 1,69; გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ, "გალფის" ქსელში კვლავ გრძელდება დამატებით - 4 თეთრი ფასდაკლება Gulf Club-ის წევრებისთვის. შესაბამისად, კლუბის წევრები "გალფის" საწვავზე 7-10 თეთრი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

როგორც კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნავს, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე "პლაცზე" ფასის კლებამ განაპირობა.

"კომპანია ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესს და კვლავაც განაგრძობს ამ საკითხზე მუშაობას, რათა საუკეთესო ფასი შესთავაზოს მის მომხმარებელს", - აცხადებენ კომპანიაში.