თურქეთმა „ტვიტერი“ 51 ათასი დოლარით დააჯარიმა

თურქეთის ტელეკომუნიკაციების რეგულაციის სამსახურმა სოციალური ქსელი „ტვიტერი“ 150 000 ლირით დააჯარიმა, რაც დაახლოებით 51 000 დოლარის ექვივალენტურია. დაჯარიმების მიზეზად, „როიტერის“ ცნობით, ტერორიზმის პროპაგანდა დასახელდა. კერძოდ, უწყების განმარტებით, „ტვიტერმა“ არ წაშალა ტერორიზმის პროპაგანდის შემცველი კომენტარები.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში „ტვიტერი“ პირველად დაჯარიმდა. თუმცა, ამ დრომდე ქვეყნის მთავრობამ არაერთხელ აკრძალა „ტვიტერი“ ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ აკრძალვას მხოლოდ დროებითი სახე ჰქონდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე