იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8892 მლნ დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8892 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლისაზე 14%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2019 მლნ აშშ დოლარი იყო (23%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6873 მლნ აშშ დოლარი (11 %-ით ნაკლები).

"უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ნოემბერში 4854 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 % შეადგინა", - განმარტავენ საქსტატში. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 24 დეკემბერს გამოქვეყნდება.