სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ EFTA-ის მოლაპარაკებების მეორე რაუნდში მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა დიმიტრი გულისაშვილმა ჟენევაში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) მოლაპარაკებების მეორე რაუნდში მიიღეს მონაწილეობა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, მოლაპარაკებათა მეორე რაუნდის ფარგლებში მხარეებმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშეკრულების საკითხი, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული თემები განიხილეს. ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია EFTA ოთხ ქვეყანას აერთიანებს: შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი. მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი 1-4 დეკემბერს გაიმართა, მორიგი კი 2016 წლის თებერვალში ჩაინიშნა.