"საქართველოს ბანკი" The Banker-ის მიერ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკად დასახელდა

"საქართველოს ბანკმა" The Banker-ის ჯილდო - "2015 წლის საუკეთესო ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში" მიიღო. როგორც ბანკში აცხადებენ, "საქართველოს ბანკი" პირველი კომპანიაა კავკასიიდან, რომელმაც მოიპოვა ხსენებულ რეგიონში საუკეთესო ბანკის წოდება.

გამოცემა The Banker-ი 1926 წლიდან არსებობს და მისი ჯილდოები ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია საბანკო ინდუსტრიაში. The Banker-ის ჯილდოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაეცემა წამყვან კომერციულ და საინვესტიციო ბანკებს, მათი მიღწევების აღსანიშნავად.