თბილისში საახალწლო ღონისძიებებისთვის 1,5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

თბილისში, საახალწლო ღონისძიებებისთვის თითქმის 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. შესაბამის ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ოფიციალური მონაცემებით, საახალწლო ღონისძიებები დედაქალაქში 10 დღის განმავლობაში გაიმართება, რაზეც თბილისის ბიუჯეტიდან 1 499 000 ლარი გამოიყოფა.

რაც შეეხება უშუალოდ საახალწლო ღონისძიებებს - 25 დეკემბრიდან დაიწყება და 3 იანვრამდე გასტანს, მათ შორის 31 დეკემბრის ღამეს თავისუფლების მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება.