რუსეთის სახელმწიფო უწყებებს საახალწლოდ კორპორატიული საჩუქრების ჩუქება აეკრძალათ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუს ჩინოვნიკებს საახალწლოდ საჩუქრების, მათ შორის კორპორატიული კალენდრების ჩუქება აეკრძალათ.

რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა შესაბამისი განკარგულება კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში მიიღო და მისი შესრულება ხელისუფლების ყველა ორგანოსთვის სავალდებულოა.

შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აკრძალვა ყვავილებსაც კი ეხება. პუტინის განკარგულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო უწყების ხარჯები საახალწლო საჩუქრებზე უკანონოდ ჩაითვლება.