ნოდარ ხადური – ვიზალიბერალიზაციის იმ მიმართულებით, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო კურირებს, ყველაფერი შესრულებულია

ვიზალიბერალიზაციის იმ მიმართულებით, რომელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კურირებს, ყველაფერი არის შესრულებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა. მინისტრის განმარტებით, მიმართულება, რომელსაც მისი უწყება კურირებს, მოიცავს საბაჟო, საგადასახადო და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნების გადავადებას, ხადური იმედოვნებს, რომ დასკვნის შესახებ ევროკავშირში განცხადება უახლოეს მომავალში გაკეთდება.