ნოდარ ხადური - ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ შედარებით ახალი ავტომობილების შემოყვანას საქართველოში

ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ შედარებით ახალი ავტომობილების შემოყვანას საქართველოში,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა , 9-წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი მუშაობს, ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები სპეციალისტებთან.

"ჩვენი ავტოპარკი, სამწუხაროდ, ძალიან მოძველებულია. საუბარი არ არის იმაზე, რომ არსებული მანქანები დაიბეგრება, არამედ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ შედარებით ახალი ავტომანქანების შემოყვანას",- განაცხადა ხადურმა.