მდინარე ხრამზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ იმირში მდინარე ხრამზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში ხიდზე არსებული და განაპირა ბურჯები ხიმინჯებით გამაგრდა, განახლდა ხიდის სავალი ნაწილი, ტროტუარები და მოაჯირები; გზა მოინიშნა და შემოიფარგლა. პროექტი, რომლის ღირებულება 1 900 000 ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული. ხიდის რეაბილიტაცია შპს "GEORGIAN BRIDGE CONSTRUCTION"-მა განახორციელა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში მდინარე ხრამზე რეაბილიტირებული სახიდე გადასასვლელის ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს.