თბილისი საახალწლოდ დღეს განათდება

თბილისი საახალწლოდ დღეს, 17:38 საათზე განათდება, - ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, წელს ცენტრალური ქუჩები - რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი და კოსტავას ქუჩა სრულად ახალი დიზაინით და ილუმინაციებით მოირთო. ამასთან, 2016 წელს საქართველოს დედაქალაქი ახალი ნაძვის ხით შეხვდება.

"22 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა, წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით არის მორთული. ნაძვის ხის ანთება უკვე ტრადიციად იქცა, წელს დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 19 დეკემბერს საზეიმოდ აინთება", - აცხადებენ მერიაში.