ჩინეთი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის დაჩქარების ინიციატივით გამოვიდა

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი ლი კეციანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის ინიციატივითა და ამ მიზნით კონკრეტული ზომების შექმნის ინიციატივით გამოდის.

ჩინური მხარის ინიციატივით, თავისუფალი ვაჭრობის ზონა 2020 წლისთვის უნდა შეიქმნას, რაც საშუალებას მისცემს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს, საქონლისა და ტექნოლოგიების თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყონ. ლი კეციანმა სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებს, შექმნან ერთობლივი სატრანსპორტო ქსელი ევრაზიულ კონტინენტზე, რომლის ჰაბიც ცენტრალური აზიის რეგიონში განთავსდება.

„ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების უზრუნველყოფისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის შესახებ. საჭიროა გეგმურად და ეტაპობრივად დავიწყოთ საკვანძო პროექტების რეალიზება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესახებ, შევქმნათ ერთიანი სატრანსპორტო ქსელი ევრაზიულ კონტინენტზე“, - განაცხადა კეციანმა.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 2001 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები ყაზახეთი, ჩინეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი არიან. ორგანიზაციაში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი აქვთ მონღოლეთს, ინდოეთს, ირანს, პაკისტანს, ავღანეთსა და ბელორუსს. პარტნიორის სტატუსით კი შრი-ლანკა, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა და ნეპალი სარგებლობენ.