რომელი ბრენდის შამპანურს ყიდულობს მომხმარებელი საახალწლოდ?

შუშხუნა ღვინო საახალწლო სუფრის ტრადიციული ატრიბუტია, შესაბამისად, წინასაახალწლოდ და ახალი წლის დღეებში შამპანური ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. მედიაჰოლდინგ ”პალიტრა მედიის” ვებპორტალებზე ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვა იმის გამოსავლენად, თუ რომელი ბრენდის შამპანურს ყიდულობს მომხმარებელი საახალწლოდ. ერთი თვის განმავლობაში გამოკითხვაში 31 444-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

როგორც გაირკვა, გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა და შესაბამისად, 48,76% ”ბაგრატიონის” შამპანურის თანხლებით ხვდება ახალი წლის დადგომას. მეორე ადგილი და ხმების 13,04% ”შატო მუხრანმა” მიიღო, გამოკითხულთა 11,88% ”ბადაგონს” ირჩევს, 10,76% კი ”თელიან ველის” შამპანურს ყიდულობს. გამოკითხვაში მონაწილეთა ხმების დანარჩენი რაოდენობა შემდეგი ბრენდების სასარგებლოდ გადანაწილდა: ”მეღვინეობა ხარება” - (6,86%), ”შაბო” - (4,97%), ”ვინ ივერია” - (3,73%).