მანანა კობახიძის ქონებრივი დეკლარაცია

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებით არაერთხელ გაიჟღერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის, მანანა კობახიძის სახელმა. AMBEBI.GE მანანა კობახიძის ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სახელზე თბილისში ორი ბინა არის რეგისტრირებული - 95 კვმ-იანი ბინა აბაშიძის ქუჩაზე და 180 კვმ ბერბუკის ქუჩაზე. დეპუტატს "ქართუ ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 2 366 ლარი აქვს, ხოლო ხელფასის სახით ერთი წლის განმავლობაში 76 845 ლარი მიუღია.

2013 წელს დეპუტატმა ბინა იყიდა, რომლის ღირებულებამ 130 000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მისი მეუღლის ქონებას, ზაზა გოგიჩაიშვილი მსუბუქი ავტომანქანა HONDA CRV -ს მფლობელია, ნაღდი ფულის სახით 25 000 ლარს ფლობს და შპს "ქართულ ბროილერში" მონიტორინგის სამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობისთვის, ერთი წლის განმავლობაში 24 765 ლარი მიუღია.

წყარო: AMBEBI.GE