საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე "სადახლო-საავტომობილო" არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, მებაჟე ოფიცრებმა დღეს სომხეთის მხრიდან შემოსულ რუსეთის მოქალაქე ა.რ.-ს, ეჭვის საფუძველზე სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, საერთო წონით 31,71 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 5899,96 ლარი შეადგინა.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირს სანქციის სახით 5899,96 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.