ალექსანდრე მარგიშვილმა სტუდენტებს "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" პროგრამები გააცნო

"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" თავმჯდომარემ ალექსანდრე მარგიშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" მიმდინარე პროგრამები და პროექტები გააცნო.

როგორც "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრში" აცხადებენ, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მარგიშვილმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მათი ინტერესის შესაბამისად ბენეფიციარების მიერ მხარდაჭერის ინსტრუმენტებით სარგებლობის დეტალები განიხილა. სტუდენტებთან შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.