ბახტრიონზე "ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს

ბახტრიონის ქუჩაზე "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბანკში 4 პირი შეიჭრა და მათ დაახლოებით 13 ათასი დოლარი, 18 ათასი ლარი და 2 500 ევრო წაიღეს. დაშავებულები არ არიან.