რუსეთმა უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეაჩერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედებას აჩერებს. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, დოკუმენტი ხელმოწერილია განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება რუსეთის ინტერესებსა და უსაფრთხოებას.

აღნიშნული ბრძანება ძალაში 1-ელი იანვრიდან შედის. ამავე დღიდან შედის ძალაში უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. აღნიშნული შეთანხმება ძალაში ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში უნდა შესულიყო. თუმცა, რუსეთის პრეტენზიების გამო მისი ამოქმედების ვადამ გადაიწია.