15 საინტერესო ფაქტი ბიზნესის შესახებ

ყოველდღიურად მსოფლიოში დაახლოებით 65 ადამიანი მილიონერი ხდება

1. სტატისტიკის მიხედვით რესტორნების 90% გახსნიდან პირველივე წელს იხურება.

2. სამშაბათი - სამუშაო კვირის ყველაზე ნაყოფიერი დღეა.

3. ყოველდღიურად მსოფლიოში 33 ახალი პროდუქცია ჩნდება, მათგან 13 - სათამაშო.

4. ყოველდღიურად 65-მდე ადამიანი მილიონერი ხდება.

5. ყავა, ბენზინის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად პროდუქტს წარმოადგენს.

6. სათამაშოების დაახლოებით 80% ჩინეთში არის წარმოებული.

7. McDonalds-ის ძირითად შემოსავალს მისი ფილიალის მდებარეობის მიუხედავად, სასმელი წარმოადგენს.

8. მაღაზიებში საბავშვო საქონელი ქვედა დახლებზეა განლაგებული, რათა ბავშვმა ადვილად შეამჩნიოს.

9. მილიონერების დაახლოებით 20%-ს უმაღლესი განათლება არ აქვს.

10. კომპანია American Airlines-მა 40 ათას დოლარამდე ფული დაზოგა ბიზნეს კლასის მგზავრებისთვის განკუთვნილი სალათიდან ზეთის ხილის მხოლოდ ერთი მარცვლის ამოღებით.

11. მაღაზიებში სასიამოვნო სურნელები უმეტეს შემთხვევაში ხელოვნურია, მათ ჰაერის არომატიზატორების მეშვეობით ქმნიან. არომატი მომხმარებელში საქონლის ყიდვის სურვილს აღძრავს. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს მშიერ მომხმარებელზე.

12. ფასთ ფუდის დაწესებულებებში ენერგიულ მუსიკას რთავენ, რადგან ასეთი მუსიკის თანხლებით მომხმარებელი უფრო სწრაფად მიირთმევს საჭმელს და შესაბამისად, ახალ კლიენტებს უთავისუფლებს ადგილს.

13. Google-ს დამაარსებლებმა, ლარი ფეიჯმა და სერგეი ბრინმა 1998 წელს Yahoo-ს Google-ს შესყიდვა 1 მილიარდ დოლარად შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. 7 წლის შემდეგ - 2005 წელს Google უკვე 80 მილიარდი ღირდა, წლიური 1,5 მილიარდის შემოსავალით.

14. მე-20 საუკუნეში რუსმა მეწარმემ, ნიკოლაი შუსტოვმა თავისი ახალი კონიაკის მოსკოვურ ტრაქტირებში გაყიდვა ჩაიფიქრა. ამისათვის მან ახალგაზრდები დაიქირავა, რომლებიც ტრაქტირებში დადიოდნენ და ”შუსტოვის კონიაკს” მოითხოვდნენ, რაც მენიუში, რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ. ”ცრუ კლიენტები” უკმაყოფილებას გამოხატავდნენ და სკანდალს აწყობდნენ. მსგავსი აქციის შედეგად, ტრაქტირების მფლობელებმა შეიტყვეს ახალი კონიაკის შესახებ და კრეატიული მეწარმისგან პროდუქციის შესყიდვა დაიწყეს.

15. სარეკლამო მომსახურების ბაზრის წლიური ბრუნვა ნახევარ ტრილიონ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, თამბაქოს წლიური ბრუნვა დაახლოებით 400 მილიარდი დოლარია.

დუდანა ზაქარაია